logo
ENG



პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს

23 თებ 202319:56
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილის ვეტო. ოცნებასთან დაძაბული ურთიერთობის ამ ეტაპზე პრეზიდენტმა კანონის ამოქმედების შეჩერება გადაწყვიტა. არც საჭიროა და არც საჩქარო - წერს სალომე ზურაბიშვილი ცვლილებებზე, რომელიც ოცნების უმრავლესობამ ეროვნულ ბანკში გავლენების შესანარჩუნებლად დაამტკიცა.

ხელისუფლება ეროვნულ ბანკში თავს იზღვევს. კანონი მმართველ რგოლში ძალთა ბალანსს არღვევს და სავალუტო ფონდის რეკომენდაციასაც ეწინააღმდეგება. ცვლილებებით ივანიშვილის გუნდს საშუალება ეძლევა, კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ პოსტზე სასურველი კანდიდატი ჰყავდეს. ხელოვნურად შეიქმნა ახალი თანამდებობა.


close დახურვა