logo
ENG



პრეზიდენტი ხელისუფლებას: თქვენი ქმედებები, სიტყვები, ძალადობა არის რუსული

12 მაი 202418:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/pcta0vduw0es69h.jpg

ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ კი, რუსულ კანონზეა საუბარი, ეს კანონი არის რუსული და ვერანაირი კითხვა, აბა რა არის რუსული ამ კანონში, ამას თქვენ ვერ შეცვლით, წერეთ და იკითხეთ. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა, წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით თუ არა, რეალურად, თქვენივე ქმედებები, სიტყვები, თქვენივე ძალადობა საზოგადოებაზე არის რუსული. ეს არის ის მეთოდები, რაც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. პრემიერის გამოსვლა, მე რომ დამასწრო, არის რუსული და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება.


close დახურვა