logo
ENG



პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა

23 ივლ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 
ipt7uhqkd8o31t2.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ღვამიჩავამ საბჭოში ანა დოლიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე, 22 ივნისს დატოვა. დოლიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად მის წინააღმდეგ „ბინძური კამპანიის“ წამოწყება დაასახელა.

შეგახსენებთ, 15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

დოლიძის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა.


close დახურვა