logo
ENG



დოლიძე მოძრაობის თავმჯდომარეა, ეს შესაძლოა არის თანამდებობრივი შეუთავსებლობა - ნაზი ჯანეზაშვილი

16 ივნ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
3z8sjr6q4xqi5fw.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის „ხალხისთვის“ გარშემო კითხვებს ეხმიანება და ამბობს, რომ კითხვები ლეგიტიმურია.

ნაზი კანეზაშვილის განცხადებით, ანა დოლიძის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობასთან და თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურია.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ძალიან ცალსახაა და სრულიად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, საერთოდ არ მესმის ამაზე რატომ გვიწევს საუბარი. ბუნებრივია ის, რომ საზოგადოების მხრიდან კითხვა ჩნდება იმ მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომელიც ანა დოლიძემ სხვებთან ერთად დააფუძნა და როგორც ლიდერი აქტიურად არის ჩართული. ამ ორგანიზაციის პრეზენტაციამ, შემდგომმა განცხადებებმა და აქტივობებმა გააჩინა განცდა, რომ ეს მოძრაობა იმათავითვე პოლიტიკური მიზნებით ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა (რაც ჩემთვის არადამაჯერებელია), მაშინ, საინტერესოა, რა პროექტები აქვთ და რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას. თუ ასე არ არის, საინტერესოა, რომელი წყაროდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია?", - წერს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, საბჭოს წევრი არ უნდა ეწეოდეს ანაზღაურებად საქმიანობას, რაც ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ასევე აჩენს კითხვებს.

„საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა ამისა, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ჩვენი, როგორც წევრების საქმიანობის ხელშეწყობა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრეროგატივაა და არა კერძოდ ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ დაქირავებული თანამშრომლის. ანას და მისი ორგანიზაციის საჯარო აქტივობებიდან კარგად ჩანს, რომ მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას აქვს ოფისი, ჰყავს სტაფი (პრესსამსახური), ამასთან თავად ანა, როგორც ორგანიზაციის ოფიციალური თავმჯდომარე მენეჯმენტს უწევს მოძრაობის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართავს", - აცხადებს საბჭოს წევრი.

ასევე, ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ შესაძლოა არსებობდეს თანამდებობრივი შეუთავსებლობის პრობლემაც, რადგან ანა დოლიძე ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ის არის მოძრაობა „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლოა, შეფასებული იქნას როგორც თანამდებობრივი შეუთავსებლობა “საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი”. თანაც იმ დროს, როდესაც მისი მოძრაობის წესდებიდან ნათლად ჩანს, რომ მას, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკმაოდ კომპლექსური ვალდებულებები აკისრია აღნიშნული ორგანიზაციის მიზნებიდან (ისევ წესდებას მოვიშველიებ, სადაც წერია, რომ ამ ორგანიზაციის მიზნებია ორნიშნა ეკონომიკური განვითარება, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა და სხვა) გამომდინარე, საბჭოს წევრობის პარალელურად", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.



close დახურვა