logo
ENG



პრემიერი: კანონის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში

28 სექ 202111:19
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "კანონის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში".

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ამის გარანტიას იძლევა.

"დავუშვათ ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს. კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონისა და სახელმწიფოს სახელით.

სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს, მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას და ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიყალბე.

რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს. სააკაშვილს დახვდება 100 ათასობთ მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი", - თქვა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო ფეისბუკზე გამოაქვეყნა.


close დახურვა