პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით საუბარს თავი აარიდა.
ჟურნალისტის კითხვას - რატომ ვერ მოხვდა საქართველოს საკითხი ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის დღის წესრიგში, პრემიერმა არ უპასუხა.
კითხვის მოსმენის შემდეგ მან მედიას მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება სამიტის ფარგლებში, რომელიც სტრატეგიულ ბირთვულ სტაბილურობას და კრემლის და დასავლეთის გაუარესებულ ურთიერთობას შეეხება.
უცნობია, შეეხება თუ არა საუბარი საქართველოს საკითხს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენი ინდივიდუალურად გამართავს პრესკონფერენციას.