logo
ENG



პრემიერმა გუნდს დაავალა, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინოს

12 მარ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ეკონომიკურ გუნდს დაავალა, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს.

გახარიას თქმით, საქართველო ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების გამო, ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს. 

„პირველ რიგში, ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს გლობალური გამოწვევაა, მაგრამ დროებითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყოს“,-განაცხადა გახარიამ.


close დახურვა