შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტის ასოციაციამ პრეპარატი „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა. მედიკამენტს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვოის გამოიყენებენ. განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.
დღემდე კომპანია „გილეადის“ პრეპარატს მხოლოდ კლინიკურ ცდებში ჩართული პაციენტებისთვის იყენებდნენ. ცდებმა დაადგინა, რომ ის პაციენტების გამოჯანმრთელების ვადას და გარდაცვალების მაჩვენებელს ამცირებს.