logo
ENG



პრესმდივნის განცხადებით, ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთი არ დაუტოვებია

08 იან 202212:44
3 წუთის საკითხავი
 
პრესმდივნის განცხადებით, ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთი არ დაუტოვებია

პრესმდივნის განცხადებით, ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახეთი არ დაუტოვებია და ის ქალაქ ნურსულთანში იმყოფება. 

აიდოს უკიბაიმ ტვიტერზე დაწერა: 

"ელბასი [ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი] ყახაზეთის დედაქალაქ ნურსულთანშია. გთხოვთ, არ გაავრცელოთ ცრუ და სპეკულაციური ინფორმაციები. ის ატარებს არაერთ საკონსულტაციო შეხვედრას და უშუალო კავშირშია ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან". 

გუშინ, 7 იანვარს ყაზახურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა. მათივე ცნობით, ქვეყანა ასევე დატოვეს მისმა შვილებმა ოჯახებთან ერთად. ქვეყანაში რჩება ყოფილი პრეზიდენტის ძმა ბოლათ ნაზარბაევი. ვრცელდება ცნობები, რომ ნაზარბაევი ჩინეთში გადავიდა. 

6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკებები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს. 

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა ჯარს გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის უფლება მისცა.

ქვეყნის შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს. 

ყახაზეთში რამდენიმე დღეა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  

2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 

აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს ​ რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. 

პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა.

გაითიშა ინტერნეტი. 

ასევე, მან "საპროტესტო აქციების სიტუაციის შექმნაში" მთავრობა დაასახელა და გადააყენა. 

პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა „საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში“ და გაათავისუფლა. 

5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა

პრეზიდენტმა ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. 

ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ОДКБ-ს სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 


close დახურვა