პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი მცირე ბიზნესებს მხარდაჭერას უცხადებენ. ე.წ. ლოქდაუნის შემსუბუქების შემდეგ სამეფო წყვილი დამოუკიდებლად ინგლისში ორ სხვადასხვა დაწესებულებას ესტუმრა. პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად კემბრიჯის ჰერცოგი საცხობში იმყოფებოდა, ქეით მიდლტონი კი მებაღეებს შეხვდა. საცხობში, რომელიც 50 წელზე მეტია მუშაობს და 11 კვირა დაკეტილი იყო, პრინც უილიამს დაბადების დღის ტორტიც აჩუქეს.