პრინცმა ჩარლზმა ლონდონში ნაითინგეილის ჰოსპიტალი გახსნა. ცერემონიაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, სამეფო ოჯახის წევრი ონლაინ ჩაერთო.
დროებითი საავადმყოფო, რომელიც საგამოფენო ცენტრის შენობაში მოაწყეს, 4 ათასი ადამიანის მიღებას შეძლებს. ადგილები კორონავირუსით ინფიცირებულთათვისაა განსაზღვრული.
თავად პრინცმა, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, თვითიზოლაცია რამდენიმე დღის წინ დაასრულა. გახსნის ცერემონიას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო, რომელიც კოროკავირუსისგან განიკურნა.