logo
ENG



პრობლემაა შოთაძის მორჩილება ივანიშვილისადმი - პროკურატურასთან აქცია გაიმართა

07 თებ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

გენპროკურორობის კანდიდატის შერჩევის კენჭისყრა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პროკურატურასთან ბანერებით მივიდნენ და კონკურსში ირაკლი შოთაძის მონაწილეობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შოთაძეს პოსტზე დაბრუნების ლეგიტიმაცია არ აქვს.

"ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს იქნებოდა შედეგი. შოთაძის არჩევა ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა შეინარჩუნებს სტატუს-კვოს, ანუ რაც აქამდე იყო ის იქნება მომავალში. ეს იქნება პოლიტიზირებული უწყება. პრობლემაა არა შოთაძის კვალიფიკაცია, არამედ მისი ერთგულება და მორჩილება ივანიშვილისადმი. ის, რომ იგი ივანიშვილთან დადის სახლში და აბარებს ანგარიშებს, ეს ცხადად გამოჩნდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება",-აღნიშნა აქციის მონაწილემ. 

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობით დაუჭირა მხარი. მან 12-დან 11 ხმა მიიღო, გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე კი შოთაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე გამოთქვა მზაობა, რომ შოთაძეს მხარს დაუჭერს. 

 


close დახურვა