logo
ENG



პროკურატურამ სატვირთოს მძღოლს, რომელიც ორთაჭალაში მოზარდს დაეჯახა, ბრალდება წაუყენა

24 ნოე 202312:39
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ სატვირთოს მძღოლს, რომელიც ორთაჭალაში არასრულწლოვანს დაეჯახა, ბრალდება წარუდგინა. 

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს", - აცხადებს პროკურატურა. 

შემთხვევა თბილისში, ორთაჭალაში 21 ნოემბერს მოხდა. 

 

close დახურვა