logo
ENG



პროკურატურამ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დაკითხა

22 ოქტ 201916:48
3 წუთის საკითხავი
 
99menry7yhlgtk1.jpg

პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში  პროკურატურამ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დაკითხა. გამოძიების ფარგლებში ჩვენებები მისცეს მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ. ამ ეტაპზე უცნობია შეცვლის თუ არა მაღალჩინოსნების ჩვენებები საქმის მსვლელობას. 

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მაღალჩინოსნების ჩვენებები არაფერს არ შეცვლის. მისი შეფასებით, გამოძიება იძულებული გახდა ისინი დაეკითხა, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის აუცლიბელად მიაღწევს სიმართლეს და ითხოვს, პარლამენტში შეიქმნას კომისია.

მაჩალიკაშვილების ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა გამოეკითხა მაღალჩინოსნები, რადგან ევროპულმა სასამართლომ მიიღო მათი სარჩელი და, სავარაუდოდ, მათი ზეგავლენით მოხდა მაღალჩინოსნების დაკითხვა.თუმცა, მისივე თქმით, არ აქვს იმედი, რომ უწყება ამჯერად მაინც გააცნობს საქმის მასალებს ოჯახს. 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მას კითხვები არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციას უნდა შეიქმნას კომისია. 

„გამოძიება არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, დადგინდეს ჭეშმარიტება და ბრალეულობაც და უდანაშაულობაც ვინმესი აქ უნდა დადასტურდეს. არის ძალიან სამწუხარო ის, რომ ოპოზიციიონერი პარლამენტარები განაგრძობენ სპეკულაციური განცხადებების კეთებას მას შემდეგ, რაც მათ დახურულ ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიიღეს სუს-ის თანამშრომლებისგან“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

საპარლამენტო კომისიის შემქნას უჭერენ მხარს ოპოზიციონერი დეპუტატები.

„რადგანაც გამოძიების შედეგები არ გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ კომისიის შექმნას და სიმართლის გარკვევას. ესე დაუსრულებალად არ შეიძლება ველოდოთ გამოძიებას. ორი წელია ვერ დაადგინეს, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას თუ მის ლეგიტიმურ გამოყენებას“ - აცხადებს ოთო კახიძე.

თემირილან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში საკუთარ საწოლში მოკლეს სამართალდამცველებმა. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თემირლანი სხვაში შეეშალათ და შემთხვევით მოკლეს, მაგრამ ამის აღიარება სახელმწიფოს არ უნდა. თემირილან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო და გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა