logo

პროკურატურასთან ოქრუაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

20 ნოე 201908:06
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 313
7d3po9bzrjzx8dv.jpg

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს პროკურატურასთან აქციას გამართავს. "გამარჯვებული საქართველოს" წევრები თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახალ ბრალდებას გააპროტესტებენ. ოქრუაშვილს ბრალი კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა.

„ხელისუფლება და თავად ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია. ივანიშვილს გასროლილი ტყვიასავით ეშინია ოქრუაშვილის. 15 წლის შემდეგ აღძრეს საქმე და უნდა წარუდგინონ ბრალი. ვისზა განახოციელა ზეწოლა ივანიშვილმა, ეს მოგვიანებით გაირკვევა. მაგრამ ვინც მისცა ცრუ ჩვენება ის პასუხს აუცილებლად აგებს“, - განაცხადა „ფორმულასთან“ საუბარში გურამ ჩალაგაშვილმა. 

ევროპარლამენტის მიერ პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეულ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლის საქმე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება, პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე 15 წლის შემდეგ ედავება. გამოძიება მას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

 



close დახურვა