![2022/01/26/jo3in45x1h2mzg4.png](/uploads_script3/articles/2022/01/26/jo3in45x1h2mzg4.png)
პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში, ქუჩაში მეგობარ ქალზე იძალადა. უწყების ინფორმაციით, კაცმა ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქალზე ძალადობის კადრები გუშინ, 25 იანვარს გავრცელდა. შემთხვევა ჩხოუშიის სანაპიროზე მოხდა.