სოციალური ქსელით ქალზე ძალადობის ვიდეო ვრცელდება, სავარაუდოდ, მოძალადე პოლიციელია. როგორც ვიდეოს გამავრცელებელი ამბობს, შემთხვევა დღეს ზუგდიდში, ჩხოუშიის სანაპიროზე მოხდა.
ვიდეო დროას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა ავრცელებს. როგორც ის ფორმულასთან ამბობს, კადრები მას სანდო პირმა მიაწოდა, რომელსაც ამ დროისთვის ანონიმურად სურს დარჩენა.
"ვიცი, რომ ნამდვილად პოლიციის თანამშრომელია ასახული ვიდეოზე. ვაპირებ, რომ წავიდე სამმართველოში, მივიტანო ვიდეომტკიცებულება და ბოლომდე მივყვები ამ ამბავს", - აღნიშნავს სიჭინავა.