ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული რ.ნ-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად პირადად ამ7ყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, კერძოდ ურეკავდა სხვადასხვა ტელეფონის ნომრიდან და სოციალური ქსელის „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.
ასევე გამოძების თანახმად, 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.
თ.ჭ დაზარალებულად 2020 წლის 17 ივნისს იქნა ცნობილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.