ხელისუფლებამ დაიჭირა მამა შვილი და სააკაშვილის დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავება. ზურაბ და შალვა წოწორიები ფოთის პორტში არიან დასაქმებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ წოწორიებმა სააკაშვილის სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში გადაყვანა უზრუნველყვეს. გამოძიების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამეგრელოს კონკრეტული სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა და ელგუჯა ცომაიას ბინაში დაბინავდა. ცომაიაც დაკავებულია. ჯამში ახლა ხელისუფლებას სააკაშვილის დახმარების ბრალდებით სამი ადამიანი ჰყავს დაპატიმრებული.
პროკურატურის მტკიცებით, სააკაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე დღე სამეგრელოში გაატარა
04 ოქტ 202120:04
3 წუთის საკითხავი