დაპირისპირება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პროტესტის ნიშნად პუტინის სტიკერის გაკვრა სურდა ელენე ხოშტარიას, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს. პარტია „დროას“ ლიდერი აეროპორტში მივიდა და მოითხოვა მწერალ ფილიპ ძიადკოს ქვეყანაში შემოშვება. პუტინის კრიტიკოსი საზღვარზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ შემოუშვეს. აეროპორტში მობილიზებული იყო პოლიცია. ხოშტარიას გარდა, ადგილზე იყვნენ პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და აქტივისტები.
პროტესტი აეროპორტში
20 თებ 202320:42
3 წუთის საკითხავი