logo
ENG



პროტესტი სოფელ დაშთაფაში მოსახლეობას სარწყავი წყალი არ მიეწოდება

22 აგვ 202214:19
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხმაური და დაპირისპირებაა. სოფელ დაშთაფას მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ სარწყავი წყალი წლებია, არ მიეწოდებათ. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და საპროტესტო აქციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მართავენ.

სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებლის თქმით, მათ 25 წელია, რაც წყალი არ მიეწოდებათ.

"ხალხი იტანჯება, მოდიან არჩევნებზე ფულებით, იტყვიან, ხმა მოგვეცითო და მერე აღარავინ ჩანს, არც მაჟორიტარი, არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან. ხალხი სხვა სოფლებში მიდის 15 ლარად სამუშაოდ."

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის პრობლემა მხოლოდ აგვისტოს თვეში შეიქმნა და ეს არა ხელისუფლებასთან არამედ კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული. 

მოსახლეობა მარნეულის მერთან შეხვედრას ითხოვს. 


close დახურვა