მარნეულის მუნიციპალიტეტში, თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
