logo
ENG



პროტესტი ჯიღაურაში

10 აგვ 202220:34
3 წუთის საკითხავი
 

მტვერი, ხმაური, გამონაბოლქვი, უნებრთვოდ აშენებული ბეტონის ქარხანა სახლებს შორის. მოსახლეობა 6 თვეა, პროტესტის რეჟიმშია, მაგრამ საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში მცხეთის მერიის მიერ დაჯარიმებული კომპანია საქმიანობას არ წყვეტს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ ქარხანაც და მისი მუშაობაც უკანონოა, მაგრამ თავს იმართლებენ, რომ ობიექტის დემონტაჟი მერიის კომპეტენციაში არ შედის. არადა დედაქალაქის შემთხვევაში, უკანონო მშენებლობების საკითხს მერია აგვარებს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ბეტონის ქარხნის მფლობელს გავლენიანი მფარველები ჰყავს და სწორედ ამიტომ ახერხებს უკანონო საქმიანობის გაგრძელებას. ადგილზე მისულ ფორმულას გადამღებ ჯგუფს საწარმოს კარი დაუკეტეს.


close დახურვა