logo
ENG



პროფკავშირები მზად არის უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ყველა დასაქმებულს დაეხმაროს

19 მარ 202008:41
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზად არის უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ყველა დასაქმებულს დაეხმაროს.

კერძოდ, პროფკავშირების განმარტებით, ისინი სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ და იმ შემთხვევაშიც დაეხმარებიან თუ აქციების სახით პროტესტის გამოხატვა მოუნდებათ.

პროფკავშირებში ასევე მზად არიან კონსულტაციები გაუწიონ დამსაქმებლებს, რათა მოქალაქეები საარსებო მინიმუმის გარეშე არ დარჩნენ.

პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, გაერთიანებაში დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მხრიდან მიმართვიანობა უკვე საკმაოდ დიდია.

"არსებობენ მსხვილი კორპორაციები, რომლებმაც უსაფუძვლოდ გაუშვეს ადამიანები იძულებით შვებულებაში და შეუმცირეს ხელფასები. მათ ჯერ არ დადგომიათ ფინანსური პრობლემები. ამ სიტუაციით არავინ არ უნდა ისარგებლოს. დღეს თუ კაფეში მომუშავე ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება, შიმშლისთვის არის განწირული", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 


close დახურვა