logo
ENG



პუტინი: რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგი არ გამოვიდა

16 მარ 202218:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/4fcxhb4yl70ect0.jpg

პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ დასავლეთს არ გამოუვიდა რუსეთისთვის "ეკონომიკური ბლიცკრიგი" მოეწყო.

"ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის მოწყობა, ჩვენი მოსახლეობის დემორალიზება არ გამოვიდა. ამიტომაც, სავარაუდოდ, ვიხილავთ ჩვენს ქვეყანაზე გაძლიერებულ ზეწოლას. მაგრამ ამ სირთულეებსაც გადავლახავთ", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა მოერგება ახალ რეალობას, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ითვალისწინებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს. ასობით კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა, ათასობით მოქალაქემ კი ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. რუბლი ყოველდღიურად უფასურდება. 


close დახურვა