"უკრაინაში ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, განრიგის მიხედვით, ყველაფერი ისეა, როგორც დაგეგმილია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
პუტინის თქმითვე, უკრაინაში რუსული არმიის ამოცანა იყო მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება და ოპერაციის ეს ნაწილი, მისი აზრით, "ფაქტობრივად დასრულებულია".
პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში წვევამდელები არ არიან ჩართული.