logo
ENG



პუტინი ეწვევა მონღოლეთს, რომელიც ICC-ის წევრია

29 აგვ 202421:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/cwur84fd4j54zj8.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 3 სექტემბერს ეწვევა მონღოლეთს, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია.

პუტინი მონღოლეთში პრეზიდენტ უხნაანგიინ ხურელსუხის მიწვევით მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ხალხინ-გოლის მდინარზე იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე საბჭოთა და მონღოლური ჯარების ერთობლივი გამარჯვების 85 წლისთავს ეძღვნება

როგორც BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის ხელმომწერია. მონღოლეთმა სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა ხელი, ხოლო მისი რატიფიცირება 2002-ში მოხდა.

2023 წელს მოსამართლე მონღოლეთიდან პირველად გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, რასაც მონღოლეთის პრეზიდენტი დადებითად შეხვდა.

ფორმალურად, ICC-ის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაკავების ორდერი აღასრულონ და პუტინი ჩასვლისთანავე დააკავონ.

2023 წლის მარტში ICC-მ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ისინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ბრალდებულნი.

ყველა ქვეყანა, სადაც პუტინი ორდერის გაცემის შემდეგ ჩასულა, ICC-ის არ აღიარებენ. გასული წლის ივლისში პუტინმა სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტზე დასწრებისგან შეიკავა თავი.


close დახურვა