logo
ENG



პუტინი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა

24 თებ 202209:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/cct6ry09el1c777.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, დილის ხუთ საათზე პუტინმა ლუკაშენკოს "უკრაინისა და დონბასის საზღვარზე" ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ.

მათი ცნობით, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.

"ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმიდანაც.

ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.

კამერებმა ბელარუსიდან უკრაინაში მიმავალი სატვირთო მანქანებიც დააფიქსირეს. 


close დახურვა