logo
ENG



პუტინმა "აუცილებლობის შემთხვევაში" ბელარუსის "დასახმარებლად" ძალოვნების რეზერვი შექმნა

27 აგვ 202016:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვი შექმნა, რომელიც  "აუცილებლობის შემთხვევაში"  ბელარუსს დაეხმარება.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ძალებს არ გამოიყენებენ მანამ, სანამ "ექსტრემალური ელემენტები არ გადავლენ საზღვრებს, დაიწყებენ არეულობას".

მისივე თქმით, რუსეთს აქვს ბელარუსის წინაშე ვალდებულება უსაფრთხოების სფეროში და ეს საკითხი ლუკაშენკომ წამოჭრა.

"მთლიანობაში, ახლა ბელარუსში ვითარება ლაგდება. ვიმედოვნებ, ყველა პრობლემა - და ისინი, რა თქმა უნდა, არსებობს, სხვა შემთხვეაში ადამიანები ქუჩაში არ გამოვიდოდნენ - გადაწყდება კონსტიტუციის, კანონის ფარგლებში, მშვიდობიანი საშუალებებით", - თქვა პუტინმა ტელეარხ Россия 1-თან ინტერვიუში.

საზოგადოებრივი მღელვარება ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა, რომელშიც, ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ბელარუსის არჩევნების შედეგი დასავლეთის არც ერთ ქვეყანას უღიარებია. საპროტესტო გამოსვლები, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე, დაშავდა ათობით და დააკავეს ათასობით ადამიანი, დღემდე არ წყდება.


close დახურვა