logo
ENG



პუტინმა და ერდოღანმა სირიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

06 მარ 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების თითქმის 6-საათიანი შეხვედრა წარმატებით დასრულდა. მხარეები იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი პრესკონფერენციისას გაირკვა, რომ სირიის პროვინციაში უსაფრთხოების დერეფნები შეიქმნება და 15 მარტიდან რუსი და თურქი სამხედროების ერთობლივი პატრულირება დაიწყება.

როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მოსკოვი ანკარას გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმება, თუმცა კრიტიკული მომენტებისას მხარეები გადაკვეთის წერტილის მონახვას ახერხებენ.

იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის არმიამ თურქ სამხედროებზე იერიში მიიტანა, რასაც 33 ჯარისკაცი ემსხვერპლა. იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დღეიდან ამოქმედდა.

 

 


close დახურვა