ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინი, მისი ოპონენტების შესახებ, ABC News-ის რეპორტიორის კითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა: "თუკი ყველა თქვენი პოლიტიკური ოპონენტი მკვდარი, დაპატიმრებული, ან მოწამლულია... არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ გსურთ პოლიტიკური ბრძოლა?"
ამის საპასუხოდ, პუტინმა აშშ-ს კაპიტოლიუმზე 6 იანვრის შტურმი გაიხსენა და თქვა, რომ რუსეთს არ სურს ამგვარი "ქაოსი" მის საზღვრებთან.
"ამბოხებული ადამიანები კონგრესში პოლიტიკური მოთხოვნებით შეიჭრნენ. მათ 20-25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ... რის საფუძველზე, ჩვენ ეს ყოველთვის არ ვიცით. ჩვენ თანავუგრძნობთ, რაც ხდება შტატებში, მაგრამ არ გვსურს იგივე მოხდეს რუსეთში", - თქვა პუტინმა.
აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა. პრესკონფერენციისას პუტინმა აღნიშნა, რომ ბაიდენთან შეხვედრისას "არანაირი მტრული განწყობა" არ ყოფილა და კონსტრუქციულად ჩაიარა.
ვრცლად პუტინის განცხადებებზე წაიკითხეთ აქ.