logo
ENG



პუტინმა რუსეთი შესაძლოა 2036 წლამდე მართოს - ქვეყანაში რეფერენდუმი მიმდინარეობს

25 ივნ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, ხმის მიცემის პროცესი ერთი კვირა გაგრძელდება.

თუკი მოსახლეობა ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებებს დაუჭერს მხარს, ვლადიმერ პუტინს საშუალება მიეცემა კვლავ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

ოპოზიციის ნაწილი მომხრეებს რეფერენდუმის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. რეფერენდუმი 22 აპრილს იყო დანიშნული, თუმცა პანდემიის გამო მისი გადადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.  


close დახურვა