რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციების განკარგულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი კრძალავს რესურსებისა და პროდუქციის გაყიდვას იურიდიულ პირებზე, რომელთა სიასაც მთავრობა განსაზღვრავს.
განკარგულება ავალდებულებს მთავრობას, რომ 10 დღის განმავლობაში შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც საპასუხო სანქციებში მოყვებიან. მათთან აიკრძალება უკვე დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ახალი გარიგებების დადება. გარდა ამისა, განისაზღვრება ის გარიგებები, რომელთა შესრულება აიკრძალება
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ათობით ქვეყანამ სანქციები გაატარა, რითაც ის ყველაზე სანქცირებული სახელმწიფო გახდა მსოფლიოში. ამის საპასუხოდ რუსეთმა "არამეგობარი ქვეყნების" სია შეადგინა, რომელშიც მოხვდნენ აშშ-, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და ა.შ.