რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები 137 ათასით გაიზრდება. ამის შემდეგ ჯარი 2 მილიონს შეადგენს.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა უნდა განისაზღვროს 2 039 758 ჯარისკაცამდე. განკარგულება ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. მანამდე რუსული ჯარი 1 902 758 სამხედროსა და ოფიცერს ითვლიდა", - წერია განკარგულებაში.