logo
ENG



პუტინსა და ლავროვს პერსონალურ სანქციებს კანადაც უწესებს

26 თებ 202201:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/zomizzkpvzd1hmo.jpg

კანადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პერსონალ სანქციებს უწესებს. ასევე სანქციები უწესდება რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს. 

გარდა ამისა, კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრუდო მომხრეა, რომ რუსეთი SWIFT-დან გათიშონ. 

ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს შეუერთდება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. პუტინისთვის და ლავროვისთვის სანქციების დაწესებას დიდი ბრიტანეთიც აპირებს. 

მანამდე ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინსა და საგარეო ლავროვს სანქციები დაუწესა

 

 

 

 

 


close დახურვა