თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს შეუერთდება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჯო ბაიდენი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ელაპარაკა.
"მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი". - თქვა ფსაკიმ.
განახლება:
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ სანქციებს დაუწესებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და მის მოადგილეს, ვალერი გერასიმოვს.