logo
ENG



ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

06 სექ 202119:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/06/3ab639en8dsugre.png

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბელმონდო პარიზში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

ბელმონდო 1933 წელს პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დაიბადა. სამსახიობო კარიერამდე ის სამოყვარულო კრივით იყო დაკავებული და სფეროში საკმაოდ წარმატებული იყო. 

France press-ი წერს, რომ მან მსოფლიო პოპულარობა 1958 წელს, ჟან-ლუკ გოდარის ფილმით "ბოლო ამოსუნთქვა" მონაწილეობით მოიპოვა. მას ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა: პროფესიონალი, ასი, დიდი რისკი და სხვა. 

მას ათობით როლი აქვს შესრულებული თეატრსა და კინოში, მათ შორის აქვს სხვადასხვა ჯილდოები, როგორიც არის ფრანგული პრემია სეზარი და საპატიო ოქროს ლომი. 


close დახურვა