ჟიტომირზე სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
"2 მარტის 07:00 საათისთვის: დადასტურდა ორი ადამიანის გარდაცვალება. 16 დაშავდა. გადაარჩინეს 12 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი, რომლებიც მაშველებმა სახლის სარდაფიდან ამოიყვანეს". - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჟიტომირში რუსეთის ძალებმა 95-ე სადესანტო ბაზას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. რაკეტამ გვერდზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა, სადაც ხანძარი გაჩნდა.