logo
ENG



ჟურნალისტთა ყოფილ სახლს ანგრევენ - ფორმულას ექსკლუზივი

02 ივნ 202020:08
3 წუთის საკითხავი
clock 794

„ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია ქალაქის ცენტრში ისტორიული იერსახის დამახინჯების შესახებ - იმ დროს, როცა საქართველო პანდემიას ებრძოდა და სამშენებლო საქმიანობა თითქმის სრულად გაჩერებული იყო, ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა ჟურნალისტთა ყოფილი სახლი.

მე-19 საუკუნის შენობა ერეკლე მეორის მოედანზე ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი საუკუნეების განმავლობაში იყო, ვიდრე ის ოლიგარქმა არ იყიდა და საკუთარ პარტიას არ მიაქირავა.

ისტორიული შენობის დემონტაჟზე მერიამ ივანიშვილს ერთხელ უარი უთხრა, მოთხოვნას  არ ახლდა საექსპერტო დასკვნა და დასაბუთება, - მაგრამ ეს დოკუმენტაცია არ დასჭირვებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ნგრევა დაეწყო.

მერიის კულტურის საბჭო „ფორმულას“ არ პასუხობს, რატომ გასცა ნგრევის ნებართვა მაშინ, როცა ძველი ქალაქის შუაგულში მდებარე ისტორიულ შენობას კანონი იცავს.  

 


close დახურვა