![fi6auf2avrezaq5.jpg](/uploads_script/news/thumb_fi6auf2avrezaq5.jpg)
ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის სათავეში ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი მოხვდა. მან 2019 წელს 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილი ერგო კენი უესტს 150-მილიონიანი მოგებით, მესამე პოზიცია კი ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა დაიკავა. მისი შემოსავალი 2019 წელს 110 მილიონი დოლარი იყო.
ხუთეულში მოხვდა ელტონ ჯონიც. სიაში წელს პირველად შევიდნენ კორეული ბენდი "ბი-თი-ესი" და 22 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე.