logo
ENG



რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

14 აგვ 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock 1012
f8hpa83epxkjzpq.jpg

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

გორგასლიძის განცხადებით, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

გორგასლიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობას მას შემდეგ ასრულებს, რაც გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა. კერძოდ, სვანიძე რაგბის კავშრის პრეზიდენტობის თანამდებობიდან 30 ივლისს გადადგა.



close დახურვა