logo
ENG



რადამ რუსეთის მოქალაქეების ქონების ნაციონალიზაციის კანონი მიიღო - რას ნიშნავს ეს

01 აპრ 202219:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/01/z5enlm004scbtyf.jpg

უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის მოქალაქეებისა და უკრაინელების ქონების ნაციონალიზაციის პროცედურას - საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საჯაროდ უარყოფენ რუსეთ-უკრაინის ომს.

კანონი ითვალისწინებს, რომ ნაციონალიზებული ქონება უკრაინის სახელმწიფოს ბალანსზე დაირიცხება და ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.

გარდა ამისა, კანონი შეეხება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებს, განურჩევლად მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა, რომლებიც საჯაროდ უარყოფენ ან მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასევე მათ, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაციის დაფუძნება/დამტკიცებას და კომპანიებს, რომლებმაც არ შეაჩერეს თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინაში საომარი მდგომარეობის პერიოდი.

კანონი შეეხება

"ფიზიკურ პირებს - რუსეთის მოქალაქეებს; პირებს, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ აქვთ მჭიდრო კავშირი აგრესორ ქვეყანასთან (რომლებსაც აქვთ რეზიდენტის ბარათი); იურიდიულ პირების (მათ ფილიალებს და წარმომადგენლებს), რომლებიც მუშაობენ უკრაინაში, თუმცა მათი ბენეფიციარი რუსეთია"

კანონს მხარი რადას 305-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


close დახურვა