უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, იულია კლიმენკო ამბობს, რომ ჟურნალისტის ქვეყანაში არშეშვება არასწორია. ფორმულას ეთერში ის უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის ვითარებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისის აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს.
"იცით, მე მწამს, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხი მეგობრებად რჩებიან და ნებისმიერი პოლიტიკური ან სხვა პრობლემები მოგვარდება დიპლომატიური და პოლიტიკური სპექტრით. ჩემი აზრით, ჟურნალისტის არშემოშვება, მიუხედავად იმისა ის უკრაინელი ჟურნალისტია თუ სხვა ქვეყნის, არასწორია, რადგან ესაა სიტყვის თავისუფლების დარღვევა. დმიტრი გორდონი საქართველოსი და ქართული რეფორმების ყველაზე დიდი დამცველია უკრაინაში", - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
დღეს თბილისში უკრაინული დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის იყო ორი დეპუტატი და სახალხო დამცველი. საზღვრიდან გააბრუნეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი და მისი ოფისის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს ჟურნალისტ დმიტრი გორდონს.