logo
ENG



რადიკალებმა ფილარმონიასთან ლგბტ დროშა დაწვეს

08 ნოე 201918:15
3 წუთის საკითხავი
 
bymelskaipyzb3u.png

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ "ამირანთან", სადაც ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები არიან შეკრებილები ლგბტ თემის დროშა დაწვეს. რადიკალური დაჯგუფების წევრები საქართველოში ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში ყველანაირ სიბილწეს უნდა აღუდგნენ წინ. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, საქართველოში ფილმის პრემიერა არ შედგება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენება ჩაიშალოს. 

აღსანიშნავია, რომ ნეოფაშისტური ჯგუფები თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრთან არიან შეკრებილი. მოქალაქეების დასაცავად ადგილზე აგრეთვე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

შენიშვნა: ფორმულა ემიჯნება ჰომოფობიურ ტერმინებსა და გამოთქმებს


close დახურვა