logo
ENG



რამიშვილმა საჯაროდ გაამხილა იმ პირის ვინაობა, ვინც, მისი თქმით, სატელიტის ფოტოები მიაწოდა

18 სექ 202013:01
3 წუთის საკითხავი
clock 2060

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიას და პროკურატურას იმ პირის ვინაობა გაუმხილა, ვინც, მისივე თქმით, სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა.

რამიშვილი ვინმე დავითს ტელეფონით დაუკავშირდა და პირდაპირ ეთერში ჰკითხა, არის თუ არა მზად,  გამოძიების შეკითხვებზე პასუხი გასცეს.

"მე პროკურატურაში შევდივარ, ბატონო დავით, თქვენს გვარს, სახელს, მონაცემებს მივცემ, დაგიკავშირდებათ პროკურატურა და გამოკითხვაზე დაგიბარებენ. ანუ მზად ხართ და ადასტურებთ, რომ ეს ფოტოები თქვენგან მივიღე", - მიმართა რამიშვილმა დავითს სატელეფონო საუბრისას.

საპასუხოდ, მეორე მოსაუბრე ამბობს, რომ მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს:

"კი, ბატონო. მზად ვარ გავცე პასუხი. მე ამ საქმეს ახლა კი არა, უფრო ადრე ვიკვლევდი და შემიძლია ვუთხრა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა - ეს გოგონა არის მოკლული და ეს არ იყო თვითმკვლელობა", - თქვა მან ტელეფონზე საუბრისას.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. მან ასევე აღნიშნა, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

 


close დახურვა