logo
ENG



POG: რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები ყალბია, იქნება სამართლებრივი რეაგირება

18 სექ 202012:08
3 წუთის საკითხავი
clock 1849

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის თქმით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამკონტაჟებული და ყალბია. პროკურორი ამბობს, რომ სატელიტის ფოტოსურათებზე შეუსაბამობები გამოვლინდა.

კერძოდ, პროკურორის თქმით, პირველ ფოტოსურათში ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე  ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან. მისივე განმარტებით, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე.

ასევე, პროკურორის თქმით, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები  დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.

რაც შეეხება მეორე ფოტოსურათს, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი "2020 Jul 22", ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც, როგორც პროკურორი განმარტავს, სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

"ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე  და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, "სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება."

8 სექტემბერს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განცხადა, რომ სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ დგას. 

 


 


close დახურვა