logo
ENG



რატიანი:ტუსკის განცხადება ნიშნავს-თუ რურუა არ გათავისუფლდება, ხელისუფლება გადაიხდის ფასს

18 ივნ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტუსკის და მაიკლ კარპენტერის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულოს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის.

„იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც არ დაგვჭირდება ახსნა "ქართული ოცნებისათვის", თუ ვინ არის დონალდ ტუსკი. დონალდ ტუსკის განცხადება და შეშფოთება მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო არ გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრებისგან, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა და ამას დაემატება კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა, ხელისუფლება გადაიხდის მძიმე ფასს, იქნება ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხდა „ევროპული ს აქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის მოწოდება ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„სენატის საგარეო კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, ევროპის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას, რურუას გათავისუფლებისკენ. დღეს უკვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი აკეთებს იგივე მოწოდებას. საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, რომ გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი არის ერთსულოვანი და მყარი, ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გიორგი რურუას პატიმრობაზე“, - განაცხდა სალომე სამადაშვილმა.

გაათავისუფლეთ გიორგი რურუა - ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, მაიკლ კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრის გათავისუფლებას სთხოვს. ტუსკმაც და კარპენტერმაც განცხადება ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს. მათ მიმართვას უკვე მოყვა შეფასებები საქართველოში.

 


close დახურვა