logo
ENG



გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს - კარპენტერი

18 ივნ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი შეშფოთებას გამოხატავს გიორგი რურუას ამ დრომდე ციხეში ყოფნის ფაქტით და "ქართულ ოცნებას" მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

კარპენტერი წერს, რომ ხელისუფლებამ კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოავლინა და მან ოპოზიციის ლიდერი უნდა გაათავისუფლოს. 

მისივე თქმით, ქართული დემოკრატია ძალიან ძლიერია. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.


close დახურვა