logo
ENG



რატიანი: ბატიაშვილის წასვლა, შესაძლოა, კერზაიას საქმეს უკავშირდებოდეს

08 ნოე 201910:13
3 წუთის საკითხავი
 
pct1bu4kvodokuu.png

მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეს ინფორმაცია მან მთავრობის სხდომაზე გაავრცელა. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და იმედი გამოთქვა, რომ ამას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება. 

საპირისპირო აზრზეა „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი და აცხადებს, რომ ბატიაშვილის წასვლა, შესაძლოა, ია კერზაიას საქმეს უკავშირდებოდეს.

„განათლების მინისტრის გადადგომა შეიძლება უკავშირდებოდეს იმ 2 სკანდალს, რომელიც ამ სამინისტროს უკავშირდებოდა. პირველი ეს არის კერზაიას საქმე და უნდათ გათავისუფლდნენ წინასაარჩევნოდ," - განაცხადა რატიანმა.

განათლების სპეციალისტს რევაზ აფხაზავას კი მიაჩნია, რომ ბატიაშვილის წასვლა, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს.

„ბატიაშვილის მიმართ განათლების სისტემაში მეტ-ნაკლებად პოზიტიური შეფასებები ხდება. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია. მთავრობისგან არ კეთდება კონკრეტული განმარტებები და შეიძლება გაჩნდეს ეჭვები, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ ძალების მობილიზება," - განაცხადა აფხაზავამ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მმართელობის პირობებში ის უკვე განათლების მეხუთე მინისტრი იყო. 


close დახურვა