logo
ENG



რატომ აუქმებს Wizz Air ქუთაისის ბაზას - კომპანია ოფიციალურ განცხადებას დღეს გაავრცელებს

01 ივლ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

რატომ აუქმებს ავიაკომპანია Wizz Air ქათაისის აეროპორტში ბაზებს და რა ზარალის მომტანი იქნება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ბაზების გაუქმება. Wizz air ოფიციალურ განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ უქმდება ქუთაისის აეროპორტში wizz air-ის ბაზა და კონკრეტულად რა მიმართულებებით გაუქმდება ფრენები.

აეროპორტებისა და აეროდრომების სამსახურის მენეჯერი მედიასთან განმარტებებს არ აკეთებს.

„ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ და ვერ მოგცემთ ინფორმაციას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თბილისში საზოგადოებრივ ურთიერთობის სამსახურს, სადაც შეიძლება სრულყოფილად გაგცენ ამასთან დაკავშირებით პასუხი“,- აცხადებს გაგა სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს. საქართველოში ბაზირებული კომპანიის კუთვნილი 5 თვითმფრინავი, 40-მდე მიმართულებით დაფრინავდა. კონკრეტულად რა მიმართულებით გაუქმდება ფრენები, ჯერჯერობით უცნობია.

 


close დახურვა